Logo

ნაუმი გაფრინდაშვილი – თუ ტყვია ჩემ ცხოვრებას გააჩერებს, აუცილებლად დაიცავს და გადაარჩენს იმ ადამიანებს, ვისაც დაცვა და დახმარება სჭირდება

სამხედრო
990
Frontnews image description

არ ვფიქრობ, რომ სხვის ომში მივდივარ, ყველას სატკივარი და პრობლემა ყველაზე მეტად მიგვაქვს გულთან. ამაყი და დიდებული პატარა ერი ვართ. დიდი ისტორიით და დიდებული გამარჯვებებით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის ვეტერანი ნაუმი გაფრინდაშვილი წერს.

 

„ძალიან ბევრი ადამიანი მოვნიშნე, ვისაც მინდოდა, რომ არ და ვერ წაეკითხა. 

 

ახლა პოლონეთში ვარ, სადღაც კალინგრადის საზღვართან,  სადაც 1 თვე ვიმუშავე “ქარხანაში ვირივით”, რატომღაც მეც შემამცირეს სხვა ქართველებივით, რეალური მიზეზი იცით რა არის?  ის, რომ ძალიან ბევრი უკრაინელია “დევნილი”  კიდევ გამოქცეულები იცით როგორი კაცები და ახალგაზდები? რომ გეგონება მთას გადადგავენო.  ხოდა ბევრი რამ შემზიზღდა,  მოჩვენებითი ვაშკაცები.

 

მათ შეუძლიათ ყველგან იშრომონ, ჭამონ პური, მიირთვან ლუდი. ხშირად იმეორონ ” სლავა უკრაინა”, გეროიამ სლავა!  მაგრამ ვერასოდეს ვერ  იქნებიან დაღვრილი სისხლის  ვერც თანამოზიარე და ვერც ჭირის უფალი.

 

იმდენი თანხა მაქვს, რომ ვინმეზე თხოვნის გარეშე მივაღწიო უკრაინის საზღვრამდე მე, ნაუმიმ, რომელმაც ორჯერ ვნახე საკუთარი თვალებით და განცდებით  “ცხინვალში და ერაყში” თუ რა არის ომი.  

 

არ ვფიქრობ, რომ სხვის ომში მივდივარ. 

 

და ბოლოს იცი რითი განვსხვავდებით ქართველები სხვებისგან?  ყველას სატკივარი და პრობლემა ყველაზე მეტად მიგვაქვს გულთან. ამაყი და დიდებული პატარა ერი ვართ. დიდი ისტორიით და დიდებული გამარჯვებებით.  

 

თუ ტყვია ჩემ ცხოვრებას გააჩერებს, აუცილებლად დაიცავს და გადაარჩენს მანამ იმ ადამიანებს, ვისაც დაცვა და დახმარება სჭირდება სიცოცხლისთვის.

 

ღმერთმა დალოცოს საქართველო! 

 

არ ყოფილა ჯერ ომი, სადაც საქართველოს თავის შვილებით არ ეამაყოს!

 

მეამაყება შავნაბადას მე-13ე ბატალიონი“, – წერს გაფრინდაშვილი.

Advertisement