ნაუსედა – თუ რუსეთი ახლა გაიმარჯვებს, მაშინ მას ნამდვილად გაუჩნდება სხვა მიზნები, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება


ავტორი
Front News საქართველო
თუ რუსეთი უკრაინის “გატეხვას” შეძლებს, მაშინ მას ნამდვილად გაუჩნდება სხვა მიზნები, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინა არის თავისუფლების პირველი ფორპოსტი. თუ უკრაინა გატყდება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ მოხდება, მაშინ რუსეთს სხვა მიზნები ექნება.
ახლა, უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად, უკრაინა, ნება მომეცით ასე განვაცხადო, ჩვენთვის დროს იგებს, რათა დრო გვქონდეს მოსამზადებლად, რათა გვქონდეს დრო ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემის და ჩვენი საკუთარი სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის”, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსეთის ხერხემალი იქ გადატყდება.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის “გაყინვის” დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესორი ქვეყანა შეძლებს სამხედრო პოტენციალის აღდგენას 2028 წლისთვის და შეეცდება სხვა ქვეყნებზე შეტევას.
“თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის უფლება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავარღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ფოკუსში არიან. გარდა უკრაინისა, ესენი არიან, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ზუსტად ის ქვეყნები, ვის ტერიტორიაზეც იმყოფება რუსული კონტინგენტი, ეს არის ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
გიტანას ნაუსედა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს