ნაუსედა – უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი, დაპირებების დრო ამოიწურა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი, ამიტომ ალიანსმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უზრუნველყოს მისი გაწევრიანება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი. დაპირებების დრო ამოიწურა, უნდა ვნახოთ, როგორ უზრუნველვყოთ ეს”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ნატო არის ძალიან ძლიერი ალიანსი, ამიტომ მან უნდა უზრუნველყოს ერთიანობა და სოლიდარობა. ნაუსედას თქმით, მისი გათიშვის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
“ნატო არის კონსენსუსის ორგანიზაცია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კომპრომისის მიღწევას ამ საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ან ზეგ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არა თეორიად, არამედ პრაქტიკულ შესაძლებლობად აქცევს”,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
თაგები:
გიტანას ნაუსედა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს