ნავროცკიმ პუტინთან ორბანის ვიზიტის შემდეგ უნგრეთის პრემიერთან შეხვედრა გააუქმა

ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის შემდეგ მასთან შეხვედრა გააუქმა.
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, ნავროცკი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში, ესტერგომში გაემგზავრება, სადაც ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ხუთშაბათს პოლონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით უნდა ჩასულიყო და სხვა ადამიანებთან ერთად, ორბანთანაც გაემართა შეხვედრები.
"პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის პოლიტიკუ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია სოლიდარობაზე, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტისა და მისი კონტექსტის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტი შემოიფარგლოს ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომში დაგეგმილი სამიტით“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ნავროცკი ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად ცენტრალური ევროპის რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტით 28 ნოემბერს იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
თაგები:
კაროლ ნავროცკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


