Logo

ნაზი არონია – ისევ ჩავები ბრძოლაში, რომელიც გუშინ კი არ დამთავრდა, დაიწყო

პოლიტიკა
992
Frontnews image description

როცა ვიგრძენი ისევ გარდუვალობის, ქვეყნისთვის იკეტებოდა კარი, აღარ  და ვეღარ გავჩერდი და ისევ ჩავები ამ ბრძოლაში, რომელიც გუშინ კი არ დამთავრდა, დაიწყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ნაზი არონია წერს.

 

არ გამომივა მოკლედ იმის თქმა,რაც წლებია მაწუხებს და არ ვამბობდი. (მაინც ვეცდები). ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა ქვეყანაში მიმდინარე დიდი, სწრაფი და უაღრესად საჭირო აღმშენებლობის პროცესის მონაწილედ ვგრძნობდი თავს. შემდეგ დამიდგა პერიოდი, როცა შვილებთან ერთად უმძიმესი წნეხის ქვეშ მომიწია ყოფნა, რაზეც არც პრივატულ საუბრებში მიწუწუნია და არც სატელევიზიო ეთერებში დამიწყია დრტვინვა..

 

გავიარეთ ესეც.. მაგრამ როცა ვიგრძენი ისევ გარდუვალობის, ქვეყნისთვის (და ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის) იკეტებოდა კარი, აღარ  და ვეღარ გავჩერდი და ისევ (როგორც 2003 წელს) ჩავები ამ ბრძოლაში, რომელიც გუშინ კი არ დამთავრდა, დაიწყო!!!”, – წერს არონია სოციალურ ქსელში.

 

იურისტი ნაზი არონია 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D421600146122170%26id%3D100048165636651&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”838″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები