ნაზი ჯანეზაშვილი – ერთ-ერთი მწვავე საკითხად კვლავ რჩება სასამართლოების გადატვირთულობა


ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთი მწვავე საკითხად კვლავ რჩება სასამართლოების გადატვირთულობა, – ამის შესახებ “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა და სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებს, რისი შედეგიც წლობით განუხილველი საქმეებია.
“ერთ-ერთი მწვავე საკითხი არის სასამართლოების გადატვირთულობა, რომელთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებს. მაშინ როდესაც მოსამართლეები გადაჰყავს თბილისში ან თბილისთან ახლოს მდებარე სასამართლოებში, არ იღებს მხედველობაში ადგილობრივ საჭიროებებს.
მოსამართლეების არასაკმარისი რაოდენობა იწვევს საქმეების გაჭიანურებას და რაც რა თქმა უნდა, მწვავედ აისახება მოქალაქეებზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
თაგები:
ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი – პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია, ერთ-ერთი საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილია

ნაზი ჯანეზაშვილი – სურვილი გამიჩნდა, მივმართო პრეზიდენტს, ღიად ისაუბროს სასამართლოსთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ საკითხზე

ნაზი ჯანეზაშვილი – სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა: მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია