
ავტორი
Front News საქართველო
ეს ადამიანები სწორედ იმიტომ ხდებიან მოსამართლეები, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ასრულებენ შესაბამის დავალებებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკადრო პოლიტიკა წლების განმავლობაში დგას იმაზე, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ იმ ადამიანებზე, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მათი წრიდან არიან. ბოლო წლებში ძირითადად, ინიშნებიან ყოფილი თანაშემწეები და სასამართლოს თანამშრომლები, ასევე ისეთი პირები, რომლებიც მათ გარემოცვაში არიან აფილირებული და ე.წ. კლანთან კარგი კავშირები აქვთ.
ამ სიაშიც, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ მრავლად. ერთ-ერთია ალექსანდრე გზირიშვილი, რომელიც 3 წლის წინ სწორედ იმიტომ გახდა მოსამართლე, რომ მამამისი იყო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი. მამის დახმარებით დაინიშნა ეს ადამიანი მოსამართლედ, დღეს კი უკვე უვადო მოსამართლეა.
ეს ადამიანები სწორედ იმიტომ ხდებიან მოსამართლეები, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ასრულებენ შესაბამის დავალებებს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” ინფორმაციით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
თაგები:
ნაზი ჯანეზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს