
ავტორი
Front News საქართველო
ნაბიჯიც არ გადადგმულა, რომ პარლამენტს იუსტიციის საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრების შერჩევაზე ეზრუნა – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, სრულიად იზიარებს საერთაშორისო პარტნიორების იმეგაცრუებას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
“ნაბიჯიც არ გადადგმულა, რომ პარლამენტს იუსტიციის საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრების შერჩევაზე ეზრუნა, კანონით გათვალისწინებული პროცედურები ჩაეტარებინა. სრულად ვიზიარებ საერთაშორისო პარტნიორების განწყობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მართლაც ამერიკის შერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმა ქვეყანაში იქცეს სერიოზულ რეფორმად, რომ იქცეს დემოკრატიის მნიშვნელოვან საწინდრად”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის 5 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს