
ავტორი
Front News საქართველო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) და დონოვან მიჩელი (კავალიერსი) გახდნენ.
ჯეიმსი დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, იგი გასულ კვირაში საშუალოდ 35 ქულას, 8.7 მოხსნასა და 7.7 შედეგიან გადაცემას აფიქსირებდა, გუნდის მოგება-წაგების ბალანსი კი 4:0 ჰქონდა.
რაც შეეხება მიჩელს, იგი აღმოსავლეთ კონფერენციიდან გამოარჩიეს, რომლის სტატისტიკაც საშუალოდ 37.7 ქულას, 5.3 მოხსნას და 7.3 შედეგიან გადაცემას მოიცავდა, გუნდის შედეგი კი 3 მოგება და 1 მარცხი გახლდათ.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კალათბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს