Logo

NDI – გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის

პოლიტიკა
1424
Frontnews image description

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის.

 

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

 

6% აღნიშნავს, რომ მთ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის სხვა პარტიები, ხოლო 64% აცხადებს, რომ არც ერთი.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

თაგები:

კვლევა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები