Logo

NDI – გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

პოლიტიკა
21.04.2022 / 17:26
Frontnews image description

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 

გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17% აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება, 28% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

თაგები:

კვლევა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები