
ავტორი
Front News საქართველო
ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს მოუსმინეს, რომელმაც რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრა და ბოლო პერიოდში რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი.
“დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გაგვაცნო და ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა თუ როგორ აისახება ყოველივე ეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რასაც დაზვერვის სამსახური უსაფრთხოების გარემოს სკანირებისთვის ახორციელებს“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.
დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის ინფორმაციას ნდობის ჯგუფის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი გაეცნენ.
თაგები:
ირაკლი ბერაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს