
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მოუსმინეს.
შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის შესრულების პროგრესი, გეგმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
“გავეცანით თუ როგორ ვითარდება ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, როგორ იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ნატო-სთან თავსებადობა. დეტალურად ვისაუბრეთ ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სხვა მიმართულებებზე, ასევე კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, საჭირო შეიარაღების და აღჭურვილობის შესყიდვაზე, სამხედრო წვრთნებსა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე. ასევე საერთაშორისო თანამშრომლობასა და ყველა იმ ნაბიჯზე, რაც მიზნად ისახავს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის და მისი ლეტალურობის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას. ეს ნაბიჯები შეფასებულია წარმატებით და აღიარებულია, როგორც ჩვენი ზედამხედველების, ასევე ნატო-სა და და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ”, – განაცხადა სხდომის დასასრულების შემდეგ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ნდობის ჯგუფის სხდომას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გრიგოლ ჭელიძე.
თაგები:
გიორგი მათიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს