“ნებისმიერი ადამიანი, იქნება დეპუტატი თუ არა, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას”


ავტორი
Front News საქართველო
"ნებისმიერი ადამიანი, იქნება დეპუტატი თუ არა, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადების კომენტირებისას.
ოპოზიციის განცხადებების პასუხად, ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, რომ არ გონია, რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეგონოს, რომ კანონმორჩილება არის ხელის გადაგრეხვა.
“აბსურდული განცხადებაა, კანონის მორჩილება თუ ხელის გადაგრეხვაა, ოპოზიციას ზოგადად ახასიათებს აბსურდული განცხადებების კეთება. არ მგონია, რომ რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს ან საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეგონოს, რომ კანონმორჩილება არის ხელის გადაგრეხვა”- აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა