"ნეიტრალური საქართველო“ - მოვუწოდებთ მთავრობას, ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ლგბტ პროპაგანდა და პედოფილია ნორმაა


ავტორი
Front News საქართველო
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნის ფონზე, სახიფათოა ხელისუფლების რიტორიკა, რომ უზრუნველყოფენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
"რამდენიმე კვირის წინ, ჩვენმა ორგანიზაციამ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა საქართველოსთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულების შესახებ, რომელშიც აღვნიშნავდით, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების და პირველ რიგში, საკუთარი თავის ილუზორულ პირობებში ცხოვრების გაგრძელება – რამეთუ აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს. აღნიშნული წერილის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას ჩვენი მოსაზრება, საქართველოს ეგრეთ წოდებულ “ევროპულ პერსპექტივასთან” დაკავშირებით.
დღეს, ევრობიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს – იმისათვის, რომ აღდგეს ბრიუსელთან გაწყვეტილი კომუნიკაცია, უნდა გაუქმდეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონი, ესენია – ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ: თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. დღევანდელ ევრობიუროკრატიას, მათ უკან მდგომი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების დავალებით, მძაფრი სურვილი აქვს, რომ საქართველო ჯერ ბოლომდე დაამსგავსონ იმ გაუკუღმართებულ მოდელს რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანერგეს – შემდეგ მიგვიღებენ თუ არა წევრად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მოდელს რაც შეეხება – აუცილებელია სამ “კრიტერიუმს” აკმაყოფილებდე – ქვეყანაში უნდა იყოს თავაშვებული ლგბტ პროპაგანდა, ხელისუფლებას მართავდეს აგენტურა და გლობალიზაციის დღის წესრიგის შესაბამისად, ფართოდ უნდა გაუხსნა კარი მიგრანტებს, შენი იდენტობის, კულტურის და სარწმუნოების დასაკარგად.
ამის ნათელი მაგალითია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა – გერმანია. ერთ დროს, ეკონომიკით, საკუთარი კულტურით და ტრადიციებით ძლიერი სახელმწიფო დღეს სწორედ ზემოთ ნახსენები გაუკუღმართებული მოდელით იმართება. სამართლებრივ დონეზე, ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოა შექმნილი გერმანიაში, რომ თუ რაიმე კრიტიკული აზრი გამოხატე ლგბტ თემის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ, სამსახურს უპირობოდ დაკარგავ და შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ჰომოფობიის და დისკრიმინაციის მუხლით, საბოლოოდ კი პროცესი აუცილებლად საპატიმრო სასჯელით დასრულდება. კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, თუ უბრალოდ კითხვა დასვი, რამდენად სწორია ლგბტ პროპაგანდა და ერთსქესიანთა ქორწინება, სამსახურის დაკარგვა და სამართლებრივი პრობლემები გარდაუვალია. ამის პარალელურად – თუ გაბედე და მხარდაჭერა გამოხატე ტრადიციული ოჯახის მიმართ – რაც ამჟამინდელ ევროპაში უდიდეს სიმამაცედ მიიჩნევა, ეს ქმედებაც ანალოგიურ შედეგს გამოიწვევს.
რაც შეეხება გერმანიის ეკონომიკას, რომელიც ამ კუთხითაც თავის დროზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა იყო – თავსმოხვეული „მწვანე პოლიტიკით“ მას უარი ათქმევინეს საკუთარ იაფ ენერგორესურსებზე, ასევე დივერსიული აქტით აუფეთქეს ერთ-ერთი უმთავრესი მილსადენი, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გერმანული ეკონომიკისთვის და ქვეყანა თავიდან ბოლომდე მიაბეს უძვირეს ენერგორესურსებს, რამაც იმდენად დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და წარმოებას, რომ გერმანული ეკონომიკა წლებია რეცესიას განიცდის. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფერზე ხმა აიმაღლონ, გერმანიის და სხვა წევრი სახელმწიფოების „დიფ სტეიტის“ მიერ მართული მარიონეტული მმართველები, კვლავ ომისკენ ექაჩებიან უკრაინას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიუხედავად ისედაც ურთულესი ეკონომიკური ვითარებისა, ამ ომის გახანგრძლივებისთვის საჭირო რესურსების გამოყოფისკენ მოუწოდებენ.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მოწოდება უკრაინის მიმართ, რომ მათ უნდა დააკანონონ ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ევროკავშირის კარი არასოდეს გაიღება. ნურავის ექნება ილუზია, რომ იგივე მოთხოვნას საქართველოსაც არ წაუყენებენ. უფრო მეტიც, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნა სწორედ იმის უტყუარი დასტურია, რომ კანონის გაუქმების შემდეგ საქართველოსგანაც ისევე მოითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
ამ ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელი და უკვე სახიფათოც არის ხელისუფლების დაჟინებული რიტორიკა, რომ ისინი უზრუნველყოფენ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას. ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას – აქვს კი ქართულ საზოგადოებას იმის სურვილი, რომ გახდეს იმ გაერთიანების წევრი, რომელშიც მთავარი მოთხოვნა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა, სუვერენიტეტის დათმობა და საქართველოს იდენტობის წაშლაა? ცხადია ჩვენ საზოგადოებას არანაირი სურვილი არ აქვს ამ ქაოსის, გარყვნილების, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ნაწილი გახდეს.
თუ ჩვენი ხელისუფლება ამ დრომდე თვლის, რომ საზოგადოება “ევროპერსპექტივის” თავსმოხვეულ ილუზიაში ცხოვრობს, ვთავაზობთ ინიციატივას – მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას – ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგები ნათლად აჩვენებს ხელისუფლებას, რა არის ხალხის რეალური დაკვეთა.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეიაღლუმები და პედოფილია არის ნორმა. ასევე, მარტივად პროგნოზირებადია ის მძიმე შედეგები, რასაც გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება“, – აღნიშნულია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
თაგები:
"ნეიტრალური საქართველო“

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს