“ნელ-ნელა უნდა შეგვაჩვიონ, რომ რუსები აქ იგუგუნებენ, პრივილეგიებით ისარგებლებენ”

ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს ოკუპანტები ნელ-ნელა შეგვაჩვიოს.
"პერიოდულად, კრემლის დავალებით, "ქართული ოცნება" ტესტავს როგორია მიმღებლობა ოკუპანტების. გავრილოვის შემთხვევაში ნახეს, რომ ძალიან მძიმე შედეგი მიიღეს, იფიქრეს, რომ ახლა ის დროა, როცა ნელ-ნელა უნდა შეგვაჩვიონ, რომ რუსები აქ იგუგუნებენ, პრივილეგიებით ისარგებლებენ. კომენდანტის საათის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 50-კაციანი დელეგაცია, რომელსაც სამდღიანი სრული დატვირთული პროგრამა ჰქონდა გაწერილი საქართველოში, უმაღლესს დონეზე, უამრავი შეხვედრით, რამდენიმე საათში გავუშვით ქვეყნიდან", – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. პოზნერი თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, თუმცა, გეგმები მწვავე პროტესტის გამო შეეცვალა.
თაგები:





