Logo

ნეთანიაჰუ - ზოგიერთი მტერი ცდილობს, ხელახლა აღდგეს, რათა თავს დაგვესხას, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას

მსოფლიო
128
Frontnews image description

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომში გამარჯვება გამოაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანას სერიოზული გამოწვევები ელის. კერძოდ, მტრებმა შესაძლოა, თავდასხმა კვლავ განახორციელონ.

"ერთად მივაღწიეთ შთამბეჭდავ გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოცა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, სამხედრო კამპანია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ისრაელი კვლავ "უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების" წინაშე დგას.

"ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს, ხელახლა აღდგეს, რათა თავს დაგვესხას, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, - აღნიშნა მან.

ნეთანიაჰუმ ასევე გაიხსენა მძევლების ოჯახებთან ვიზიტის დროს მიცემული დაპირებები და მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს და მსხვერპლთა ოჯახებს.

"ხვალ ახალი გზა იწყება. მშენებლობის გზა, განკურნების გზა და იმედია, ერთიანობის გზა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

Advertisement