ნეთანიაჰუ – ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.
“ჩვენ ომში ვართ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენი დაღუპული ქალიშვილების და ვაჟების სახით, ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელელი მძევლების გადასარჩენად.
მისივე თქმით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.
“ჰამასის“ ლიკვიდაციის შემდეგ ღაზას სექტორი იქნება დემილიტარიზებული და ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ, არცერთი ელემენტი აღარ შეგვიქმნის საფრთხეს ან ასწავლის ბავშვებს ჩვენს განადგურებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
თაგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს