ნეთანიაჰუ ფრონტის ხაზზე – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის ახალი ეტაპი გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასის” თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ორი სასაზღვრო რეგიონი მოინახულა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი ადგილზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – წერს Times of Israel.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ “იმ სახლების ნანგრევებს შორის გაიარა, სადაც საშინელი მკვლელობები ხდებოდა”.
სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნეთანიაჰუ საზღვარზე მყოფ ჯარებს სტუმრობს. “ჩვენს მებრძოლებთან ერთად ღაზას სექტორში, ფრონტის ხაზზე. ჩვენ ყველანი მზად ვართ”, – აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში. ვიდეოში ნეთანიაჰუ სამხედროებს ეკითხება, მზად არიან თუ არა შემდეგი ეტაპისთვის, რადგან შემდეგი ეტაპი ახლოვდება.
“ჰამასი” ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ბოლო შეფასებით, კონფლიქტს 1300-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
თაგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს