ნეთანიაჰუ – თუ “ჰეზბოლა” გადაწყვეტს ომში შესვლას, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს, დავარტყამთ ისეთი ძალით, რომ ვერც კი წარმოიდგენს


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ “ჰეზბოლას” აფრთხილებს, ომში არ ჩაერთოს. ამის შესახებ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
“თუ “ჰეზბოლა” გადაწყვეტს ომში შესვლას, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს. ჩვენ დავარტყამთ მას ისეთი ძალით, რომ ვერც კი წარმოიდგენს”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე ჯარისკაცებს მიმართა.
“მე ვიცი, რომ მეგობრები დაკარგეთ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაში ვართ, ჩვენი სახლისთვის ბრძოლაში. ეს არ არის გაზვიადება, ეს არ არის გადაჭარბება, ეს არის ომი”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თაგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს