Logo

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება

უკრაინა
02.02.2022 / 18:35
Frontnews image description

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ნიდერლანდები აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება. აშშ-სთან პარტნიორობით ჩვენ ევროკავშირში ვმუშაობთ მძლავრი სანქციების პაკეტზე. ნიდერლანდები მხარს დაუჭერს უკრაინას, როგორც შეძლებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვთავაზობთ ჩვენს დახმარებას, კერძოდ, კიბერშეტევების მოსაგერიებლად“, – განაცხადა მარკ რუტემ.

 

მისივე თქმით, სიტუაციის დეესკალაციისთვის ერთადერთი სწორი მიმართულება დიპლომატიაა. 

 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიევში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები