Logo

ნიდერლანდებმა სენეგალი დაამარცხა

1178
Frontnews image description

დოჰაში, “ალ თუმამას” სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სენეგალი და ნიდერლანდები დაუპირისპირდნენ.

 

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, 84-ე წუთამდე ანგარიში 0-0 იყო, თუმცა ნიდერლანდელთა ფეხბურთელმა კოდი გაკპომ ფრენკ დე იონგის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

 

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დევი კლაასენმა ნიდერლანდელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

 

მატჩი A ჯგუფის მეორე დაპირისპირება იყო, ამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ეკვადორმა ყატარი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა და შესაბამისად A ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს სწორედ ნიდერლანდები და ეკვადორი ინაწილებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები