
ავტორი
Front News საქართველო
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
ნიკ ბერესფორდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
“მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები. მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას”,-წერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს