Logo

ნიკა ჩიტაძე - 13 წლის წინ ჩანდა, როგორ აპირებდა საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში თანამშრომლობას დასავლეთთან ეკონომიკური თვალსაზრისით

პოლიტიკა
179
Frontnews image description

13 წლის წინ ჩანდა, თუ როგორ აპირებდა საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში თანამშრომლობას დასავლეთთან ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ უფრო მეტად მცირდება ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირთან.

"2012 წელს, როდესაც ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ ბიძინა ივანიშვილზე დიდი იმედები მყარდებოდა და საქართველოს სტუმრის სტატუსით ის მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და პირველი, რაც მან განაცხადა იყო, რომ თუ საქართველოს უწოდებდით რეფორმატორ ქვეყანას, ეს ყველაფერი ტყუილი არისო. წარმოიდგინეთ, მაშინ, 13 წლის წინ ჩანდა, თუ როგორ აპირებდა საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში თანამშრომლობას დასავლეთთან ეკონომიკური თვალსაზრისით.

სომხეთში, სადაც "მაიკროსოფტის" ოფისი იხსნება, ნათლად მიანიშნებს იმას, რომ სომხეთი, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს ცვლის საკუთარ საგარეო კურსს და მიემართება დასავლეთისკენ, ეს აისახება მის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

რაც შეეხება საქართველოს, სულ უფრო მეტად მცირდება ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირთან და სამაგიეროდ, იზრდება ვაჭრობა აზიის ქვეყნებთან, მაგალითად, ჩინეთთან და რუსეთთან", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს. ის ფორუმზე არ მიიწვიეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები