ნიკა ჩიტაძე – ეს არის დარტყმა “ქართულ ოცნებაზე”, რომელსაც ჰქონდა ტრამპის იმედი, მე მიმაჩნია, რომ ამ აქტს ტრამპიც მოაწერს ხელს


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის დარტყმა “ქართულ ოცნებაზე”, რომელსაც ჰქონდა ტრამპის იმედი, მე მიმაჩნია, რომ ამ აქტს ტრამპიც მოაწერს ხელს, – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების მიღმა საქართველო არ დარჩება.
“ეს არის დარტყმა “ქართულ ოცნებაზე”, რომელსაც ჰქონდა ტრამპის იმედი. მე მიმაჩნია, რომ ამ აქტს ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ის ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ როგორ თანამშრომლობს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება ირანთან, ჩინეთს როგორ გადასცემს სტრატეგიულ ობიექტს.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში “მეგობარი აქტის” მიღებით გამოითქვა მზადყოფნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ გაუწიოს საქართველოს მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო განავითარებს დემოკრატიულ რეფორმებს და ამავე დროს, აშშ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ პრინციპებს.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვადასხვა ინიციატივები ხდებოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და კარგად გვახსოვს, “ქართული ოცნება” როგორ იმუქრებოდა, რომ დონალდ ტრამპი მოვა და ყველაფერი შეიცვლებაო, მაგრამ ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც საქართველოს უკავშირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების მიღმა საქართველო არ დარჩება”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო, ამის შემდეგ, დოკუმენტი სხვა კომიტეტებს გადაეგზავნებათ. MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ხელისუფლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე

ლაშა ბერიძე – საბოლოო ჯამში, ტრამპიც გაუსწორებს იმ რეალობას თვალს, რომ ერთადერთი გზა ამ ომში არის ის, რომ გააგრძელონ უკრაინის მომარაგება

“მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდება, თუმცა არც ეს არის იოლი საკითხი”

ნიკა ჩიტაძე – არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გამკაცრდეს სანქციები