
ავტორი
Front News საქართველო
გაერთიანების შესაძლებლობები არის. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც ერთი პარტიის ჩამოყალიბებაზე, შეიძლება შეიქმნას პროდასავლური, ქართული ძალების ერთიანი ბლოკი, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უფრო მეტად მოსალოდნელია საერთო საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება.
"გაერთიანების შესაძლებლობები არის. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც ერთი პარტიის ჩამოყალიბებაზე, შეიძლება შეიქმნას პროდასავლური, ქართული ძალების ერთიანი ბლოკი. მე უფრო მგონია, რომ მოსალოდნელი საერთო საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბებაა.
გაერთიანება და გამარჯვება დამოკიდებულია სწორ საინფორმაციო პოლიტიკაზე იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და მართლა იჯერებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო მშვიდობა და საქართველო გადაარჩინა, ან ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, ფულს იღებენ, იმართებიან დასავლეთისგან და არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ამიტომ, სწორი საინფორმაციო პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა - სწორი საინფორმაციო პოლიტიკის გატარება, პარტიების გაერთიანება და კოორდინაცია დასავლეთთან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მიზნით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს