
ავტორი
Front News საქართველო
კრიტიკა შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მტრებად გამოცხადება სრულიად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ შეურცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებსაც.
“კრიტიკა შესაძლებელია, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების შეურაცხყოფა და მტრებად გამოცხადება, სრულიად წარმოუდგენელია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეგობრები, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერსებული არიან აქ დემოკრატიული წყობის განმტკიცებითა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, ამასთან ესწრებოდენ საქართველოს პოლიტიკური, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და თქმა იმის, რომ ეს ადამიანები არიან მტრები, დამაზიანებელია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის მმართველობას ყავს თავისი მიმდევრები და მომხრეები, რაც ერის ტრაგედიაა.
“აქ არ არის მხოლოდ ივანიშვილზე საუბარი, პრობლემა იმაშია, რომ მას ყავს თავისი მიმდევრები და არც თუ ისე ცოტანი. პრობლემაა ის, რომ ადამიანები, რომლებიც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, მტრად ნათლავენ საქართველოში მმოქმედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, თავის მოქალაქეებს, ყავთ თავის მიმდევრები, რაც არის ერის ტრაგედია“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო კონფერენციიაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს, მის მონაწილეებს „მტრები“ უწოდეს.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს