
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს საქართველოს პრობლემის მოსაგვარებლად დღეს ჯარების შემოყვანა არ სჭირდება, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ საზღვრების მიმდებარედ სამხედრო წვრთნების დაწყების კომენტირებისას განუცხადა.
ჩიტაძის თქმით, ამ ეტაპზე არც ანაკლიის ოკუპირებაა მოსალოდნელი.
“ანაკლიასთან დაკავშირებით ამ დროისათვის საფრთხე, არ მგონია, რომ არსებობდეს. რეალური საფრთხე ცხინვალის რეგიონშია, სადაც რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და წინააღმდეგობას, პრაქტიკულად, არავინ უწევს.
რაც შეეხება სამხედრო წვრთნებს, რუსეთი ყოველწლიურად ახორციელებს მას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, მართალია, არის საუბარი, რომ რუსეთმა შესაძლოა, აქცენტი უკრაინიდან საქართველოზე გადმოიტანოს, მაგრამ ახლა რუსეთს არ სჭირდება საქართველოს საკითხის გააქტიურება, მათ შორის ანაკლიის ოკუპირება. ჯერ ერთი, იქ პორტი არ არსებობს, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მეორეც, – რუსეთი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რუსეთზე უფრო მეტად ხდება ეკონომიურად დამოკიდებული – სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა რუსეთთან უკვე მილიარდ დოლარს აღემატება, ამდენად, მას აქვს გარკვეული ბერკეტები, საქართველოზე ზეწოლა განახორციელოს. რუსეთი თვლის, რომ საქართველოში მისთვის მისაღები ხელისუფლებაა“, – განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურება, ჩიტაძე აცხადებს, რომ მთავარ საფრთხეს მმართველი ძალა წარმოადგენს.
“მთავარ საფრთხეს მმართველი ძალა წარმოადგენს, რომელიც რუსეთისადმი ლოიალურია. უფრო და უფრო უწევს დათმობებზე წასვლა“, – განაცხადა ჩიტაძემ.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს