
ავტორი
Front News საქართველო
ბუნებრივია, მორიგ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს გადაადგილების თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენს სტუდენტებს, – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, მომავალ თაობას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეაღწიოს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
“ბუნებრივია, მორიგ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს გადაადგილების თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენს სტუდენტებს. ძალიან ბევრი აქ მდგომი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მათ სრული უფლება აქვთ, რომ შევიდნენ უნივერსიტეტში. რეალურად აქ საშიში არაფერი ხდება, აქ არ არის საუბარი სახელმწიფო გადატრიალებაზე ან რაიმე უკანონო ხასიათის ქმედებაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა გამოიყენოს საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება და შევიდეს იმ უნივერსიტეტში, რომელშიც სწავლობს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მომავალ თაობას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეაღწიოს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
თსუ-ის პირველი კორპუსის შესასვლელთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიცია მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს