ნიკა ჩიტაძე - ვერცერთი ვერ იქნება ეფექტური, სანამ დიქტატორული რეჟიმია ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
ვერცერთი ვერ იქნება ეფექტური, სანამ დიქტატორული რეჟიმია ქვეყანაში, ვინც არ უნდა მოიყვანონ განათლებული, იძულებული იქნება ისაუბროს იმაზე, რასაც ივანიშვილი გადაწყვეტს, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ში არსებულ საკადრო ცვლილებებს რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს.
"ჩემი აზრით, რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული საკადრო ცვლილებები. პირველი ის, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" სურს, რომ განტევების ვაცის როლი შეასრულონ, თითქოს გომელაურმა, "ხარებამ" უფლებამოსილებას გადაამეტეს, როგორც 20 ივნისის ამბების დროს გახარია ჯერ დააწინაურეს დ ახლა დაბრალება დაუწყეს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სანქციები. სანქციებამდე მათ ჰქონდათ მოტივაცია, რადგან პრემიებს უმატებდნენ და ახლა ეს ადამიანები შესაძლოა, სანქციების გამო ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ.
ერთ-ერთ მიზეზს შესაძლოა, რეორგანიზაციაც წარმოადგენდეს. გარკვეულწილად კობახიძეს უწყობს ხელს, ალბათ უფრო მას ენდობა და ნელ-ნელა ღარიბაშვილის კადრებს უშვებს. კომუნისტებს ჰქონდათ ასეთი მეთოდები.
რაც შეეხება მათ ეფექტურობას, ვერცერთი ვერ იქნება ეფექტური, სანამ დიქტატორული რეჟიმია ქვეყანაში, ვინც არ უნდა მოიყვანონ განათლებული, იძულებული იქნება ისაუბროს იმაზე, რასაც ივანიშვილი გადაწყვეტს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მათ შორის, გდდ-ს ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებასაც" შეეხო.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს