ნიკა გილაური – 3-4 დღეში 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა, 330 000 ლარია უკვე

ავტორი
Front News საქართველო
3-4 დღეში, 330 000 ლარია უკვე გადმორიცხული ფონდში, – ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
“3-4 დღეში 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა. 330 000 ლარია უკვე გადმორიცხული ამ ფონდში. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ სამოქალაქო პოზიციისთვის, ამ ნდობისთვის. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ყველა თანხას აღვრიცხავთ და ყოველ კვირის ბოლოს გავაკეთებთ ანგარიშს ფონდის ვებგვერდზე და აღვწერთ ყველა იმ ქეისს, რომელზეც ამ თანხას გამოვიყენებთ”, – განაცხადა ნიკა გილაურმა “მთავარი არხის” ეთერში.
ნიკა გილაურმა აქციაზე ნაცემი და დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე სამსახურში გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანების დასახმარებლად ფონდი დააფუძნა.
თაგები:
ნიკა გილაური




