ნიკა გოგაშვილი – შეთითხნილი საქმეა თავიდან ბოლომდე, რასაც ჩვენ სტრასბურგში დავამტკიცებთ


ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა.
როგორც გოგაშვილმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, ჩვენება მისცა მამამისის დაკავებასა და ოჯახის წევრების ციხეში შესვლაზე.
“კითხვები იყო სტანდარტული, ანუ როგორ მოხდა, როგორ ჩატარდა ეს უღირსი სპეცოპერაცია ჩვენთან სახლში. რა დარღვევები იყო, რა იკადრეს, რეები გააკეთეს და ასევე, რა დღეს მომიწია მე ციხეში შესვლა მამაჩემთან, როგორ შევედით.
მოლოდინი, რომ არ მოგატყუოთ, არ მაქვს იმის, რომ ობიექტურად წავა გამოძიება და საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეალურად გამოიძიებს რამეს. ეს მაინც დამოკიდებულია ზემოდან რა დავალება ექნება. რაც არ უნდა გამომძიებელმა მოინდომოს და ვთქვათ, ნებისმიერმა თანამშრომელმა, რომ ობიექტურად წაიყვანოს, კეთილი ნება თუ არ იქნება, ეს გამორიცხულია. ეს ყველაფერი არის შეთითხნილი საქმე თავიდან ბოლომდე, რასაც ჩვენ სტრასბურგში დავამტკიცებთ”, – აცხადებს ნიკა გოგაშვილი.
თაგები:
სოსო გოგაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს