
ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 26 მაისს იქნება ყველაფერი ისე, როგორც არის დაგეგმილი უკვე ორი თვეა.
მისივე თქმით, 26 მაისს იქნება მსვლელობა ვაკიდან პარლამენტამდე და იქნება დიდი მიტინგიც.
"ჩვენი უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ის, რომ ქოცი მოგვწერს მის მიერ გამოგონილ შეზღუდვებს, ეგ ვერ გაგვაჩერებს ვერც ერთ შემთხვევაში. 26 მაისს იქნება ყველაფერი ისე, როგორც არის დაგეგმილი უკვე ორი თვეა, როგორც იცის ხალხმა. იქნება მსვლელობაც რუსთაველამდე ვაკიდან, იქნება მიტინგიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან მაგ დღეებში სწორედ საქართველოში. მათ დასანახადაც ხდება რაღაცები ახლა. ასევე თუ არ მეშლება რუბიო ამ დღეებში იქნება ერევანში, სწორედ იმ დღეებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და არ იქნება საქართველოში იმის გამო, რომ საქართველოში "ქართული ოცნებაა" და არის რეჟიმი. ამიტომ, ყველა თვალსაზრისით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ "ოცნების" ანტიდასავლურ კურსს", - აცხადებს ნიკა გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს