
ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ოცნებიდან” სამი წევრის წასვლას ეხმაურება.
“ფრაქცია “ფარდას ავხდით” შექმნასთან დაკავშირებით:
თავს არ შეგაწყენთ ჭეშმარიტების მტკიცებით, რომ ეს ხალხი ივანიშვილის რადიკალური პლატფორმაა. მთავარი ჩემთვის მათი გამოყოფის მიზეზია. მიზეზი კი ივანიშვილის შიშისა და ისტერიის სპირალში შესვლაა. ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი “მხილებით”.
ივანიშვილის უმრავლესობას ბზარები უჩნდება და ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც “ოცნებიდან” გასვლას დაიწყებს.
ამბავი, მონაწილეების ოდიოზურობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოა, მაგრამ სიმპტომი – უკიდურესად ყურადსაღები და სასიხარულო”, – წერს ნიკა გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს