ნიკა გვარამია – ამის სალაპარაკოა ამ ქვეყნის განვითარების ოქროს ხანის მთავარი ლიდერი? სააკაშვილის ნიადაგზე შეშლილი, ზიზღისმფრქვეველი ბნელი ნაძირალა


ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ნიკა გვარამია წერს, ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის “ნიადაგზე შეშლილი, ზიზღისმფრქვეველი ბნელი ნაძირალაა”:
“კაცი, რომელიც პრემიერი იყო ორჯერ და სრულიად არაფერი შეუქმნია, დევნის, უკიდურესი პოლარიზაციის და დაუსრულებელი ზიზღის ნაკადის გარდა. ამის სალაპარაკოა ამ ქვეყნის განვითარების ოქროს ხანის მთავარი ლიდერი? თან ამ ტექსტებით და ამ ტონალობაში? სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ახლა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ამას საქართველოში ორჯერ პრემიერობის განმავლობაში ერთად აღებული გაუკეთებია საქართველოში?
სააკაშვილის ნიადაგზე შეშლილი, ზიზღისმფრქვეველი ბნელი ნაძირალა”, – წერს ნიკა გვარამია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს