ნიკა გვარამია – აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, იქედან “ოსური სპეცრაზმის” მიერ გატაცების ინსცენირებას

ავტორი
Front News საქართველო
აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, იქედან “ოსური სპეცრაზმის” მიერ გატაცების ინსცენირებას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, “მთავარი არხის” დამფუძნელებელმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, გვაქვს ინფორმაცია, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს, ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება. ასე რომ, არ გამოგივათ”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, რუსთავში ვერტმფრენის მობილიზება ამას უკავშირდება და არა სააკაშვილის ციხის სააადმყოფოში გადაყვანას.
“არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაყავთ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი გააცნო საზოგადოებას.
თაგები:
ნიკა გვარამია




