ნიკა გვარამია – არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა და არც სხვა ფონდებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა და არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს ბოროტება აყადაღებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის.
“ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა და არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს ბოროტება აყადაღებს. როცა სიყვარულს, სიძულვილი აყადაღებს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ეს ვიცით და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ.
ყველა პატიმრის ოჯახმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ფინანსური დახმარება, მორალურიც, მაგრამ აუცილებლად ფინანსურიც. ეს იცით რა ფონდებია? განსაკუთრებით, „ნანუკას ფონდი“, რომელმაც ამ ქვეყანაში მართა გურიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გააკეთა ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“, ა(ა)იპ „ფროსფერითის“, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს