Logo

ნიკა გვარამია - არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ, არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს

პოლიტიკა
5 საათის წინ / 18:00
130
Frontnews image description

არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მას 20 ივნისს აქვს წინასასამართლო პროცესი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმეზე.

"მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30). 

ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია“, - წერს ნიკა გვარამია.

მოსამართლემ დღეს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას 20 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები