Logo

ნიკა გვარამია - არავითარი ანაკლიის პორტი, არავითარი მარშრუტი კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, სანამ ივანიშვილია ამ ქვეყანაში

პოლიტიკა
104
Frontnews image description

ჩვენი განმარტება იყო მკაფიო - არავითარი ანაკლიის პორტი, არავითარი მარშრუტი კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, სანამ ივანიშვილია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა "ოპოზიციის ალიანსის" გეგმაა, რომ ივანიშვილი ქვეყანას ჩამოაშოროს.

"მათთვის ცნობილი იყო ისედაც, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუფიქსირეთ, რომ ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვისაც წარმოუდგენია, რომ შავ ზღვაზე შეიძლება რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს. ეს ჩემი სიტყვები ხომ არ არის, მას აქვს ნათქვამი, რომ - "შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ", ამიტომ არავითარი ანაკლიის პორტი, არავითარი მარშრუტი კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, სანამ ივანიშვილია ამ ქვეყანაში. 

ჩვენი განმარტება იყო მკაფიო - სანამ ივანიშვილია, ეს არ მოხდება ამიტომ, უნდა იყოს ცვლილება, რომელსაც ჩვენ, როგორც ალიანსი მაქსიმალურად მივიყვანთ ბოლომდე აქციებით, ალტერნატივის დანახვებით", - განაცხადა გვარამიამ.

"ოპოზიციის ალიანსის" ლიდერები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მანამდე ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები