ნიკა გვარამია - არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთად უნდა მივიღოთ

ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ ჩვენი მოქმედების მოდუსი, მოქმედების წესი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტის მოქმედება წინასაარჩევნო კამპანიისას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მეტი ინტეგრირება საჭიროა ფუნდამენტურ საკითხებზე.
"მეტი ინტეგრირება საჭიროა ფუნდამენტურ საკითხებზე. არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთად უნდა მივიღოთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მე მგონია, რომ ჩვენი მოქმედების მოდუსი, მოქმედების წესი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტის მოქმედება გაგანია წინასაარჩევნო კამპანიისას, ანუ, მაქსიმალური ქმედებების განხორციელება ადგილებზე, ბევრი რამის კეთება, როგორც მობილიზაციის, ასევე ორგანიზების თვალსაზრისით ფაქტიურ საარჩევნო კამპანიაში. მე არ ვარ უარყოფითად, რომ 2028-მდე მეგონოს ამ პროცესების გადავადება იმიტომ, რომ მგონია, "ქართული ოცნების" ინტერესშიც არის, რომ ვითარება ნორმალიზდეს ნებისმიერი თვალსაზრისით და მათ ან ლეგიტიმაცია მიიღონ, ან ლეგიტიმაცია მიიღონ როგორც წასულებმა, ან როგორც მოქმედებმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მოქმედები ვერ მიიღებენ.
მხოლოდ აღიარების დილემა აქვს ახლა "ქართულ ოცნებას" და სწორედ ევროპარლამენტი წყვეტს აღიარების საკითხს.
ყველა ავტორიტარისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე სხვა ავტორიტარები იმიტომ, რომ ეს ქსელური მუშაობის პრინციპია. დღევანდელი ავტორიტარული სამყარო ძალიან განსხვავდება 20 წლის წინანდელისგან, ახლა ქსელურად მოქმედებენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია




