
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაერთიანებები აუცილებელია, ოღონდ აუცილებელია სწორი კონფიგურაციები და არა მექანიკურად ყველას ერთ კალათაში ჩაყრა, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ წითელ ხაზებზეა საუბარი, გახარია არის მათი პარტიისთვის წითელი ხაზი.
“რა არის გამარჯვების ფორმულა – ჯერჯერობით ამგვარ ფორმულაზე მიკერძოებას გამოხატავენ ისინი, ვინც იძახიან, რომ ყველა შემთხვევაში ერთიანი სია არის გამარჯვების ფორმულა. შეუძლებელია ციფრების და ზოგადად, არგუმენტების გარეშე ამის მოსმენა.
თუ წითელ ხაზებზეა საუბარი, გახარია არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რა თქმა უნდა. “ნაციონალურ მოძრაობას” და გახარიას შორის ჩვენ არჩევანზე ვერც ვიმსჯელებთ, მაგრამ ასე ხომ არ დგას საკითხი – გახარია თუ “ნაციონალური მოძრაობა”.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაერთიანებები აუცილებელია, ოღონდ აუცილებელია სწორი კონფიგურაციები და არა მექანიკურად ყველას ერთ კალათაში ჩაყრა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს