
ავტორი
Front News საქართველო
სადაც პოლიტიკური პატიმრები არიან, სადაც არჩევნებია გაუქმებული და ყველა სფეროში კორუფციაა შესული, იქ დასავლური ეკონომიკური ინტერესის ადგილი არ არის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამერიკისთვის საქართველოს ხელისუფლება კუბასთან და ვენესუელასთან ერთად განიხილება.
"გუშინვე გავრცელდა მარკო რუბიოს განცხადებები, მართალია, ინტერვიუში გაკეთებული, მაგრამ გუშინ გავრცელებული და ეს შემთხვევით არ ხდება, სადაც საუბრობს ეკონომიკაზე, მაგრამ ეკონომიკური ინტერესი როგორ კვეთს დემოკრატიას ადგილებზე. ეს საუბარი იყო კუბაზე და ვენესუელაზე, სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ჩვენც მოვხვდით.
მე ბედნიერი ვიქნები, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი თუ ისევ დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ბუნებრივია, ამას თავისი ფასი აქვს და ეს ფასია დემოკრატია ადგილზე. სადაც პოლიტიკური პატიმრები არიან, სადაც არჩევნებია გაუქმებული და ყველა სფეროში კორუფციაა შესული, იქ დასავლური ეკონომიკური ინტერესის ადგილი არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს