Logo

ნიკა გვარამია - ბევრი საკითხია, რომელიც იხილება, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაც

პოლიტიკა
160
Frontnews image description

ბევრი საკითხია, რომელიც იხილება, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაც, ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად სამუშაო ფორმატის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების წესზეც ვიმსჯელებთ, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

მისივე თქმით, სანამ ადამიანები არიან ციხეში, საერთოდ საუბარი ვერ შედგება პოზიციებთან დაკავშირებით. 

"ბევრი საკითხია, რომელიც იხილება, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაც, ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად სამუშაო ფორმატის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების წესზეც ვიმსჯელებთ.

ჩვენ გვებრძვის რეჟიმი, რომელიც ყველა მეთოდით შეეცდება ცალკეული სუბიექტები გამოაცალოს ამ ბრძოლას. მე არ მგონია, რომ გამოუვიდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ერთიანი გადაწყვეტილებები ყოველთვის სასარგებლოა.

ჩვენ ვთქვით, რომ არც მოთხოვნები ჩამოყალიბდება, პოზიციასაც ვერ ჩამოვაყალიბებთ, სანამ ადამიანები არიან ციხეში, საერთოდ საუბარი ვერ შედგება. პირველი ნაბიჯი დათქმების გარეშე პოლიტიკური პატიმრების გარეთ ყოფნაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები