
ავტორი
Front News საქართველო
როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“ჯეფერსონმა თქვა – როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა და აჯანყება არის ვალდებულება”. როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში.
პოლიციამ მოწოდების მიხედვით იმოქმედა. ყველა მანქანა ქვემოთ ჩაიყვანა. ასე მოუწევთ ყველა სხვა შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვუხდით ფულს და სანამ ჩვენ ვუხდით ფულს და მათ სანამ ქართველი პოლიცია ჰქვია, მანამდე ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს. კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად. პოლიცია არის ჩვენი ნაწილი და თუ ამაზე უარს ამბობ ე.ი. არ არის პოლიცია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს