ნიკა გვარამია - ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა, რომ მიწევს იმის გაცხადება, რომ ოპოზიციური ალიანსი შედგა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იქმნება არა საკონსულტაციო ფორმატი, არამედ ერთობა ერთად გამარჯვებისთვის.
"დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა, რომ მიწევს იმის გაცხადება, რომ ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არ იყო ხანმოკლე და მარტივი კონსულტაციები, დიდი ხანია, ეს მიმდინარეობს, ამასობაში ბევრი ციხეში მოვხვდით, ზოგი გამოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები კვლავ ციხეში რჩებიან.
ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით, მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით ერთიანად სამოქმედო ერთობას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახლა პოლიტიკური ერთობა და ეს მნიშვნელოვანია, როგორც წინაპირობა საზოგადოებრივი ერთობისთვის, ჩვენ ამაში გვინდა მონაწილეობა მივიღოთ და ვისაუბროთ საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობით და აუცილებლად, მთავარი კომუნიკატორი ჩვენთვის იყოს ის ადამიანები, ვინც 500-მდე დღეა უკვე აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში.
ბოლოს, ამ შეთანხმების ნაწილიც არის ქცევის კოდექსი, რომელიც ძალიან მკაფიოა, რომელიც ერთიანად მოქმედების პრინციპებს ემყარება, თანასწორობის პრინციპებს ემყარება და ასევე ემყარება პასუხისმგებლობის პრინციპს.
ჩვენ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ფუძნდება ოპოზიციის ალიანსი. ეს არის ერთობა - ერთად გამარჯვებისათვის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.
თაგები:
ნიკა გვარამია




