ნიკა გვარამია - ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს, ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს, ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარია პატიმრობასაც გაუძლებს.
"ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ.
ელენე მაგარია, ყველაზე მაგარი! ეგ კი გაუძლებს!
"ქოცები“ კი, რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის. მიდით, მიაწექით "ანტიქართულო ოცნება", ბოლომდე გაიფარჩაკეთ თავი!
"იმედია მალე გამოუშვებენ"-ს რატომ არ ვწერ, მართლა იმედია, რომ ხვდებით. ლოტოტრონის სამართალში "დაჭერა" მოვარდება თუ "გირაო", მაგაზე მკითხაობით ვერ დავკავდები.
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს ნიკა გვარამია.
"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს დააკავეს. გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს