Logo

ნიკა გვარამია - დარჩა კიდევ 2 საფეხური, რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პირველ და მთავარ კენჭისყრას

პოლიტიკა
3 საათის წინ / 11:36
Frontnews image description

"MEGOBARI აქტი"  უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულია. დარჩა კიდევ 2 საფეხური (კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა), რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პირველ და მთავარ კენჭისყრას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან.

"MEGOBARI აქტი" უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულია. დარჩა კიდევ 2 საფეხური (კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა), რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პირველ და მთავარ კენჭისყრას.

„MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება: 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს; მოქმედ მაღალჩინოსნებს; მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ; მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან  საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა", - წერს ნიკა გვარამია. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Advertisement