Logo

ნიკა გვარამია – დღეს ჩვენ ქართველები ვართ ევროპასთან ვალში, ევროპელები ჩვენთან ვალში არ არიან

პოლიტიკა
1436
Frontnews image description

დღეს ჩვენ ქართველები ვართ ევროპასთან ვალში, ევროპელები ჩვენთან ვალში არ არიან, ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას ვიყოთ ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ “ახალის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის წართმევას ქართველი ხალხი არავის აპატიებს.

 

“საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას ვერ გადაურჩება ვერავინ, იმიტომ, რომ ეს არის ამ ქვეყნის მისია. ეს არის ყოფნა-არყოფნის საკითხი. 

 

თუ ამ კანონს მიიღებს ხელისუფლება, საქართველო არ იქნება საქართველო. საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, წარმატებული და უსაფრთხო ქვეყანა ვერასდროს, თუ ის არ იქნება ევროკავშირის წევრი. 

 

დღეს ჩვენ ქართველები ვართ ევროპასთან ვალში, ევროპელები ჩვენთან ვალში  არ არიან, ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას ვიყოთ ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები