
ავტორი
Front News საქართველო
დროა, დავიწყოთ მუშაობა შიმშილობის, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტის გადახედვაზე, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც შიმშილობა, როგორც ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის საზიანოდ დაიწყებს მუშაობას, იფიქრებენ მის ჩანაცვლებაზე.
“მიხეილ სააკაშვილმა როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსული ტანკებისაგან, ეს ჩემი პირადი პოზიციაა. შიმშილობა იყო ამის ინსტრუმენტი. როცა ეს ინსტრუმენტი მუშაობს, ის მუშაობს, მაგრამ ბრძოლის ეს ფორმა უკვე მის საწიინააღმდეგ იმუშავებს და ქვეყნის, მე ვფიქრობ, რომ დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ ინსტრუმენტის გადახედვაზე, ამ ინსტრუმენტის სხვა ფორმით შეცვლაზე”, – განაცხადა გვარამიამ.
მას არ დაუკონკრეტენია მისი განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებაზე და მართლაც შეწყვეტს შიმშილობას.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 42-ე დღეა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს