
ავტორი
Front News საქართველო
ერთიანი სია არ არის გამარჯვების ფორმულა, მათემატიკა მეუბნება, რომ მათემატიკურად ეს არის აბსურდული, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე პარტიებმა უპირატესობა ციფრებით უნდა აჩვენოს.
“უპირატესობა უნდა აჩვენო ციფრებში. საზოგადოება ყოველთვის გრძნობს, რომ ციფრები გაყალბებულია, მაგრამ როცა ეს მოხდება, ჩვენ ფრეალური ციფრების დაწერა უნდა ვაიძულოთ, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი ექვემდებარება გათვლებს და დაგეგმვას.
მე მომხრე ვარ გეგმაზომიერების. რაც შეეხება გაერთიანებას – გეგმაზომიერება მკარნახობს, რომ ერთიანი სია არ არის გამარჯვების ფორმულა, მათემატიკა მეუბნება, რომ მათემატიკურად ეს არის აბსურდული, სოციოლოგია და ყველა კვლევა მეუბნება, რომ არ დასტურდება არაფრით. მაგრამ გვაქვს პოლონეთის მაგალითი, რომელიც ძალიან კარგი მაგალითია გრავიტაციის რამდენიმე ცენტრის შექმნით როგორ მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, ამ მომენტში მე ასე ვხედავ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს